ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევან ანდრიაშვილმა და მურატფაშას მერმა უმით უისალმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

19 ოქტომბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური დელეგაცია, მერის ლევან ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით თურქეთში იმყოფებოდა.

ქართულმა დელეგაციამ ანტალიაში,

მურათფაშას მუნიციპალიტეტში, კალეიჩის ძველი ქალაქის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. აქტივობები ტურიზმის განვითარების მიმართულებით ქალაქების კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის

შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და მურატფაშას მერმა უმით უისალმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში 27 ქვეყნის 52 ქალაქის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

გააზიარე