ლევან ანდრიაშვილმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ლევან ანდრიაშვილი მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აკურის, სანიორისა და ყარაჯლის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.
,, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი აზღრდის დაწესებულებების კეთილმოწყობაა. მალე დაიწყებს ფუნქციონირებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი საბავშვო ბაღი, ვარდისუბანსა და კურდღელაურში. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალი, 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დავასრულეთ აკურის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად რეაბილიტირდა სამი ოთახი, სადაც სააღმზრდელო პროცესი უკვე მიმდინარეობს.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს საკანცელარიო ინვენტარი და სათამაშოები გადაეცემა.