მაკულატურის ჩაბარების აქცია
24 და 25 ივლისს 10:00სთ-დან 18:00საათამდე, ქალაქ თელავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება მაკულატურის ჩაბარების აქცია (1 კგ მაკულატურა შესაბამისად გაიცვლება 1 ლარის ღირებულების წიგნში).
აქვე, მომხმარებელს საშუალება ექნება დიდი ფასდაკლებით შეიძინოს 300-მდე დასახელების წიგნი.
აქციის ორგანიზატორია გამომცემლობა „პალიტრა L“.
ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.