მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 103 წლის გახდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 103 წლის გახდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ ვეტერანს საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შალვა კუპატაძეს ფულადი საჩუქარი გადასცა.