მეფის სასახლის საელჩო დარბაზში თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღების ცერემონიალი გაიმართა

7 ნოემბერი, 2023

მეფის სასახლის საელჩო დარბაზში თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღების ცერემონიალი გაიმართა.

ქალაქების - ანიკშჩაის, კედაინიაის, (ლიეტუვა), ბიბერახის ( გერმანია), დაუგავპილსის (ლატვია) , ზიელონა გორის ( პოლონეთი) პირველი პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა.

მერმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

სტუმრებს ლევან ანდრიაშვილთან ერთად, სიტყვით მიმართეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.

 

გააზიარე