მომსახურების სააგენტოს მიმდებარე დაზიანებული გრუნტიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ქალაქ თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმდებარე დაზიანებული გრუნტიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 130 მეტრის სიგრძის გზაზე.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენი 2005,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 696 ლარით ფინანსდება.