მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებენ

10 April, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფების მიერ სისტემატიურად მოწმდება თელავის საბითუმო-საცალო ბაზრობა.

მოვაჭრეთა მხრიდან პროდუქტის გაყიდვა სპეციალურად მონიშნული ადგილებიდან, დისტანციის დაცვით ხდება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები.

მოხალისეები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: ☎️ 574 17 96 23

#დარჩისახლში 

გააზიარე