მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება
აღმაშენებლის შესახვევში მდებარე მე-7 კორპუსის ეზოში მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. მოწყობილია ბორდიურები და ტროტუარი.
კორპუსის მიმდებარედ ეწყობა საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ერთმანეთთან აღმაშენებლის შესახვევსა და ალაზნის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებს აკავშირებს და ამავე მისამართზე არსებულ სპორტულ მოედანთან გადის. ბილიკის პარალელურად მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.