მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება
რუსთაველის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება.
ასფალტის საფარი 10 ეზოში უკვე მოწყობილია. ამჟამად სამუშაოები 102-ე და 104-ე კორპუსების ეზოებში მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 910 496 ლარით ფინანსდება.