მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2019

ქალაქ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ბკ კონსტრაქშენი" ახორციელებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7 და N9 კორპუსებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 102 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.

მიმდინარე წელს დასრულდება ჭავჭავაძის N2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 271 243 ლარია.

გააზიარე