მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება
თელავის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.
თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე #5, #7 და #9 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება - 1 102 000 ლარია.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბკ კონსტრაქშენ,, ახორციელებს.