მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თელავში ცოტნე ზედგენიძის კონცერტი გაიმართა

27 სექტემბერი, 2019

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში, 10 წლის მუსიკოსის - ცოტნე ზედგენიძის კონცერტი გაიმართა.

კონცერტის საპატიო სტუმარი იყო ფესტივალის დამაარსებელი ელისო ვირსალაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფესტივალის სტუმრები.

10 წლის ცოტნე ზედგენიძე, რომელიც ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია, წერს მუსიკას და ასრულებს მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

 

გააზიარე