ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრის (112) მშენებლობა დასრულდა.
ცენტრის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში, 116 956 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი.მ. აკაკი ხუტიძემ შეასრულა.