ნიკოლოზ რაჭველის და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
მიმდინარე წლის 29 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით, პროექტის - „წამოდი თელავში“ ფარგლებში, საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარეს ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა , რის შემდეგაც, მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრები შეასრულეს.