სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება


სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება შედის იურიდიული სამსახურის დაქვემდებარებაში.

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

  • საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
  • მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
  • მერიის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა;
  • მერიისა და მერის, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • შესაბამისი დავალების შემთხვევაში მერის წარმომადგენლობის განხორციელება სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);
  • ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
  • მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვა, საქართველოს კანონმდებლობასთან მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხის შეთანხმება;
  • მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების, მოსაზრებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებების წარდგენა მერისთვის;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

 

 

ელენე ფროდეული

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ -  557 400948

✉ - elene.prodeuli@telavi.gov.ge

 

გააზიარე