რუისპირსა და ახატელში მოსახლეობასთან შეხვერები გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუისპირსა და ახატელში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
⇒ სოფელ რუისპირში წარმოდგენილი პრობლემური საკითხებიდან, მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სამი საკითხი იქნა მხარდაჭერილი: 1. სოფელში ომში დაღუპულთა მემორიალთან სკვერის მოწყობა; 2. წყაროს რეაბილიტაცია; 3. ფრენბურთის ქვიშის მოედნის მოწყობა.
⇒ სოფელ ახატელში მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვიტა სოფლის ბიბლიოთეკის შენობის სახურავის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკის კარის გადატანა და დაწესებულებაში ელექტრო ენერგიის შეყვანა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ადგილზე მოინახულა სოფლის ბიბლიოთეკა, რის შემდეგაც მხარდაჭერილ იქნა პროექტის განხორციელება.
შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: მერის მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი - დავით ღაღანიძე, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და სხვა დაინტერესებული პირები.