ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუისპირსა და ახატელში მოსახლეობასთან შეხვერები გაიმართა

18 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუისპირსა და ახატელში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

⇒  სოფელ რუისპირში წარმოდგენილი პრობლემური საკითხებიდან, მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სამი საკითხი იქნა მხარდაჭერილი: 1. სოფელში ომში დაღუპულთა მემორიალთან სკვერის მოწყობა; 2. წყაროს რეაბილიტაცია; 3. ფრენბურთის ქვიშის მოედნის მოწყობა.

⇒  სოფელ ახატელში მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვიტა სოფლის ბიბლიოთეკის შენობის სახურავის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკის კარის გადატანა და დაწესებულებაში ელექტრო ენერგიის შეყვანა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ადგილზე მოინახულა სოფლის ბიბლიოთეკა, რის შემდეგაც მხარდაჭერილ იქნა პროექტის განხორციელება.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: მერის მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი - დავით ღაღანიძე, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

 

გააზიარე