გენდერული თანასწორობის საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა

28 იანვარი, 2019

 თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა/მხარდაჭერისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ნაყოფიერი ფუნქციონირების მიზნით, საბჭომ მემორანდუმი 7 არასამთავრობო ორგანიზაციასთან გააფორმა:

► საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი;

► საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა

► შშმპ მშობელთა კავშირი ,,ლამპარი"; 
► ააიპ ასოციაცია ,,სოციალური ქოლგა“;

► საინფორმაციო, სამედიცინო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ,,თანადგომა“;

► ააიპ ,,ფერმერ ქალთა ასოციაცია“;

► კავშირი საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონი“

აღნიშნული მემორანდუმისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის საფუძველზე, მოსახლეობის ცნობიერების ხარისხის ამაღლებისა და ადვოკატირებისთვის, მხარეები ერთობლივად დაეგმავენ და განახორციელებენ აქტივობებს.

გააზიარე