თელავის მუნიციპალიტეტის მერია ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ჰუმანიტარული აქცია მიმდინარეობს. სისხლის გადასხმის საქალაქო სამსახურს სისხლს მერიის თანამშრომლები აბარებენ.
ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდება.