სოფელ ახატელში ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატელში ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული გრუნტის საფარის ნაცვლად 1648 მეტრის სიგრძეზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 417 140 ლარით ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "სერპანტინი" ასრულებს.