სოფელ ახატელში ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატელში ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 დაზიანებული გრუნტის საფარის ნაცვლად 1648 მეტრის სიგრძეზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.

 პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 417 140 ლარით ფინანსდება.

 სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "სერპანტინი"  ასრულებს.

 

გააზიარე