გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

15 იანვარი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

630 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 861 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია "სერპანტინმა" განახორციელა.

გააზიარე