თელავში ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში, ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ასრულებს.