თელავში ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1 April, 2020

თელავში, ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ასრულებს. 

გააზიარე