ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2021 წლის 18 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისია განიხილავს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს.
კომისია ასევე იმსჯელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე.
კომისიის სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა.