ორბელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
თელავში, ორბელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ორფენიანი ასფალტის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით დაფინანსდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა,, განახორციელა.