ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

8 May, 2020

ქალაქ თელავში, ორბელიანის ქუჩაზე ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. 

დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს. 

გააზიარე