პარკირების სამუშაო ჯგუფის სხდომა
13 ნოემბერს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის და საგზაო ნიშნების განთავსებისათვის ადგილების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფი სხდომას ჩაატარებს. სხდომა საკრებულოს სხდომათა დარბაზში 12 საათზე გაიმართება.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II გამზირი N16.