"ფლეიტების მეოთხე ფესტივალი საქართველოში"
2018 წლის 21 ივლისს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა ღონისძიების - „ფლეიტების მე-4 ფესტივალი საქართველოში“ საზეიმო დახურვა. ფესტივალი 14 ივლისს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემსრულებლებმა სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის კომპოზიტორთა პიესები წარმოადგინეს, რამაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება საქართველოში მეოთხედ, ხოლო თელავში პირველად გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა სიგელები, დიპლომები და პრიზები გადასცეს ახალგაზრდა მუსიკოსებს, პედაგოგებსა და მასპინძლებს. ხოლო ფესტივალის რჩეული მონაწილენი ფლეიტებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიებას დაესწრო თელავის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, რომელმაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის სახელით მადლობა გადაუხადა და ყვავილები გადასცა. ფესტივალის ორგანიზატორებს: მაგდალენა ქუნს, მარტია მარსმენს, მერი ჟვანიას და კონცერტმაისტერს გვანცა ფუტკარაძეს.