ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხდომა
2020 წლის 19 ნოემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" სხდომას ჩაატარებს. ფრაქციის წევრები განიხილავენ თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს. ფრაქციის სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ერეკლე მეორის გამზირი N16.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 23 მილიონ 14 ათას 600 ლარს შეადგენს. მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს, რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).