ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხდომაზე 2023 წლის საბიუჯეტო ინიციატივები განიხილეს

3 ნოემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა ჩატარდა, სადაც მომავალი წლის საბიუჯეტო ინიციატივებზე იმსჯელეს.

ფრაქცია აქტიურად მუშაობს 2023 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასათვალისწინებელ პროექტებზე, რომლებიც ფოკუსირებულია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

„ჩვენი მიზანია მივიღოთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, მოქალაქეების ინტერესებზე და განსაკუთრებით საზოგადოების იმ ფენებზე იქნება ორიენტირებული, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და პირობების გაუმჯობესებას. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოქალაქეების მოსაზრებები და ინიციატივები მოვისმინოთ და შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ მათ განხორციელებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი, რათა მათი საჭირობების შესაბამისად განისაზღვროს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.  

გააზიარე