პროფესიული კოლეჯი "პრესტიჟის" რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20 ივნისი, 2020

თელავში პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟის,, რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან - თამარ ქიტიაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 647 125,49 ლარით აფინანსებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, გარე სპორტული მოედნის მშენებლობა-მოწყობას და შენობის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

პარალელურად, თელავის მუნიციპალიტეტის მერია კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ავტო-პარკინგის კეთილმოწყობის სამუშაოებს ასრულებს.

  

გააზიარე