ყარაჯალასა და იყალთოში საერთო კრებები ჩატარდა

18 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ყარაჯალასა და იყალთოში საერთო კრებები გაიმართა. კრებებზე მოსახლეობის მხრიდან წარმოდგენილი იყო ინიციატივები, რომლებზედაც მსჯელობა გაიმართა და კენჭისყრის მეშვეობით იქნა მიღებული გადაწყვეტილებები.

⇒ სოფელ ყარაჯალაში ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მდინარე თურდოს კალაპოტის გამაგრების და დამბის მოწყობის შესახებ. მოსახლეობის აზრით, მდინარის ადიდება საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და პროექტი დაიცავს მას დაზიანებისგან.

⇒ სოფელ იყალთოში ორი საკითხი გამოიკვეთა: იყალთოს საჯარო სკოლიდან სოფლის ცენტრალურ გზამდე გაყვანილი მოძველებული წყლის ქსელის ამოცვლა და იყალთოს აკადემიასთან არსებული წყაროს რეაბილიტაცია. მსჯელობის შედეგად, პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორივე პროექტის განხორციელება გადაწყდა.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, იყალთოს მაჟორიტარი დეპუტატი - ლევან მრელაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

გააზიარე