რა საკითხი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე?
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეხება თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების განხორციელება ახალი სოციალური პროგრამის შექმნას უკავშირდება. პროექტი 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პროგრამის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4300 ლარი გამოიყოფა.