რუისპირში შპს ,,აბს,, მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ღორღი) გადამუშავების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

16 თებერვალი, 2021

5 მარტს, 15:00 საათზე, თელავის  მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში შპს ,,აბს,, მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ღორღი) გადამუშავების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Join Webex Meeting:

https://mepameet.webex.com/webappng/sites/mepameet/meeting/download/7750cf729285472887dc1fe2b7be3340?siteurl=mepameet&MTID=m4447624e457778c0a85712fe0bbb1852

Meeting number: 181 059 7687

Meeting password: 1234567

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების, Webex-ის აპლიკაციის, გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება). დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 24 მარტამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

საჯარო განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება. 

გააზიარე