თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138 326 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პარამეტრი“ ასრულებს.