საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელს გადაეცემა.
კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.