საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი თელავში

16 May, 2024

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში XIX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი გაიმართა.

ცნობილი საოპერო ნაწარმოებები მეცო სოპრანო ნინო სურგულაძემ და ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულეს.

ფესტივალის ისტორია 2006 წლიდან იწყება. 2016 წლიდან კი თელავი ფესტივალის ყოველწლიური მასპინძელია.

საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის მიზანია ეროვნული და მსოფლიო აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

“თელავისთვის დიდი პატივია ისეთი მნიშვნელობის ფესტივალის მასპინძლობა, როგორიც საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალია. 19 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალს, ჩვენი მუნიციპალიტეტი, უკვე მრავალი წელია მასპინძლობს და არა მარტო თელავის, არამედ კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებს საშულება აქვთ ყოველ წელს ასეთი ვარსკვლავები იხილონ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის თითოეულ ორგანიზატორსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს, შემსრულებლებს, ქალბატონ ნინო სურგულაძეს ასეთი საღამოსთვის.

იმედია, ისტორიითა და კულტურით გამორჩეულ თელავში, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვუმასპინძლებთ.

მუნიციპალიტეტის მერია კი, როგორც წინა წლებში, ფესტივლის აქტიური მხარდამჭერი იქნება.” - ლევან ანდრიაშვილი

გააზიარე