,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023,, გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა

11 დეკემბერი, 2023

,,ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს,, პროექტის - ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023,, გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა.

საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების შეფასების მეთოდოლოგიით, ზომავს საქართველოს თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობას 3 მიმართულებით:

მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის;

მუნიციპალიტეტი მეწარმეებისთვის;

მუნიციპალიტეტების ადმინისტრირების ხარისხი;

აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო მაჩვენებლებით I ადგილის მფლობელი 2021 წელსაც გახდა.

 

გააზიარე