საკრებულომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა

29 მარტი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ექნება. დოკუმენტი საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტი 2017 წლის 14 დეკემბერს შეუერთდა.
გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილებდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სამოქალაქო, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
გეგმის ძირითადი მიმართულებებია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და შრომის ბაზარი, რომელთა განვითარება მუნიციპალიტეტის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დაფინანსება განსაზღვრულია ეროვნული პროგრამების, ადგილობრივი ბიუჯეტის, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მიერ.


გააზიარე