საკრებულომ მორიგი სხდომა მედიკოსების რეკომენდაციების დაცვით ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით ჩაატარა.
საკრებულოს წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვარდისუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 20000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას მხარი დაუჭირეს.
წარმომადგენლობითმა ორგანომ მერს თანხმობა მისცა, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზსადენი მილის ქსელი შ.პ.ს. „თელავგაზს“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადასცეს. ნორმატიული აქტის მიხედვით, საიჯარო ქირის წლიური საფასური 30 000 ლარით განისაზღვრება.
საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა მერიის დებულებაში. ნორმატიულ აქტში ცვლილების მიზანია მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურში მიღების ვადის დაზუსტება. აღნიშნული ცვლილება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე.
წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, 2011 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გაუქმდა.