საკრებულომ სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

25 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანას. პროექტი საკრებულოს დეპუტატებს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა წარუდგინა.

გიორგი ენუქიძის განმარტებით, ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის მიზანია სადღესასწაულო დღეებში სასაჩუქრე ამანათის ღირებულების განსაზღვრა თითოეულ ბენეფიციარზე. ცვლილებების შედეგად სასაჩუქრე ამანათის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10-დან 1000 ლარის ფარგლებში.

„სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული არ არის რამდენი ლარის ფარგლებში უნდა გაიცეს თითოეულ ბენეფიციარზე სასაჩუქრე ამანათი. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზანს წარმოადგენს სასაჩუქრე ამანათის ღირებულების განსაზღვრა თითოეულ ბენეფიციარზე. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილები გამოიწვევს თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებული თანხების მიზნობრივ ხარჯვას“, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

გააზიარე