საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებები მოიწონა

26 April, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებები.

საკრებულოს განკარგულების მიხედვით, საპროექტო წინადადებები ითვალისწინებს ივანე მაჩაბელისა და ვატიას ქუჩებზე სარეაბილირაციო სამუშაოების განხორციელებას.

ამასთანავე საკრებულომ მერს მისცა თანხმობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალისგან თელავის მუნიციპალიტეტის სახელით გრანტი მიიღოს.

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის გამოცხადდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის საგრანტო კონკურსი, სადაც სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შეირჩა თელავის მუნიციპალიტეტიც.

4 წლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობაა, რომელსაც გრანტების გამოყოფის, ტრენინგების ჩატარების, შემოქმედებითი სივრცეების შექმნისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განახორციელებს.

საკრებულოს განკარგულებით, ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის მისაღებად.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაიჭურა მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანას.

საკრებულომ ასევე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მინით.

გარდა ამისა, საკრებულომ აგრეთვე თანხმობა მისცა მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იზოლდა ჭყოიძეს  პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს.

 

გააზიარე