საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა

16 ივნისი, 2020

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მერიის მიერ ინიცირებული 5 პროექტი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილის ინიციატივა სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიებში  განსახილველად გადანაწილდა. 

კომისიები ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნების, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ და თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 480 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტებზე იმსჯელებენ.

17 ივნისს, 12 საათზე, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩაინიშნა, ხოლო 14 საათზე ბუნებრივი რესურსების, სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ჩატარდება.

18 ივნისს, 12 საათზე, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება, ხოლო 14 საათზე კი საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაა ჩანიშნული.

19 ივნისს, 12 საათზე, კი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ჩანიშნა.

 

 

 

გააზიარე