საკრებულოს წევრები წინანდლის მოსახლეობას შეხვდნენ

3 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე დეპუტატებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ამჯერად სოფელ წინანდლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.


წინანდლის მაცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამუსიკო სკოლაში გათბობის პრობლემის, შიდა საუბნო გზების მოხრეშვის, საჯარო სკოლის გაზიფიცირების, გარე განათების, სანიაღვრე არხების, საგზაო ნიშნების, სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივებს დასახელებული პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაჰპირდა. მსგავსი შეხვედრები სხვა სოფლების მოსახლეობასთანაც გაიმართება.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე