საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

5 ივნისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ლილუაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს უმარვლესობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.

შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლის მოსახლეობასთან გამართეს. ადგილობრივებმა ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება დაასახელეს. მათ ყურადღება გაამახვილეს გარე განათების, შიდა საუბნო გზების მოწყობასა და წყლის პრობლემის მოგვარებაზე.

საკრებულოს დეპუტატები ასევე შეხვდნენ ქალაქ თელავში მდებარე ბოჭორიძეების, ქლუხორისა და რუსთაველის ქუჩების მაცხოვრებლებს. სოფელ ყარაჯლის მსგავსად, სამივე ქუჩის მოსახელობამ ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება. ბოჭორიძეების ქუჩაზე გზის მოასფალტებაზე გააკეთეს აქცენტი. ქლუხორის ქუჩის მაცხოვრებლებმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გარე განათებისა და მინი ტადიონის მოწყობა დაასახელეს. რუსთაველის ქუჩაზე კი ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა, მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. „საკრებულოს უმრავლესობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს დეტალურად ვინიშნავთ. შეხვედრების მიზანი ერთია - უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ, თუ რა პრობლემები აწუხებთ და ჩვენი შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე“, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ლევან ლილუაშვილმა.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე