საკრებულოს წევრები ოთხი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

1 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად მოსახლეობას აქტიურ რეჟიმში ხვდებიან.


ისინი სოფელ ლეჩურში, ლაფანყურში, ნაფარეულსა და ლალისყურში იმყოფებოდნენ და ადგილობრივებისგან არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სამივე სოფელში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. სოფელ ლაფანყურში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ჰესის მშენებლობის საკითხი განიხილეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებს საკრებულოს უმრავლესობის წევრები კიდევ შეხვდებიან. სოფელ ლეჩურში დაწყებითი საფეხურის სკოლის რეაბილიტაციაზე გაამახვილეს ყურადღება. სოფელ ლალისყურში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სკოლისა და ბაღის შენობის არარსებობა დაასახელეს. სოფელ ნაფარეულში კი ადგილობრივებმა სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გარდა, სანიაღვრეები მოწყობა მოითხოვეს.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე