საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს

2 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ დეპუტატებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს სოფელ ართანას, გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, სანიორესა და ჯუღაანის მოსახლეობასთან.


სისტემის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სარწყავი სისტემის, სიჩქარის შემზღუდველი ბარიების მოწყობა და მინი სტადიონის აშენება მოითხოვეს. როგორც არჩილ თხლაშიძემ აღნიშნა, მოსახლეობის მიერ შეხვედრების დროს დასახელებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარდება. „ჩვენ უკვე შეხვედრა გავმართეთ თელავის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობასთან. ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრები, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში გვექნება. შეხვედრების მიზანია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან უშუალოდ მოვისმინოთ სოფლებში არსებული პრობლემები და შემდეგ მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ. საკრებულოს დეპუტატები შეხვედრებს სხვა სოფლების მოსახლეობასთანაც გამართავენ.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე