საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ახალგაზრდებს შეხვდა

13 ივნისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლებისა, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ახალგზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩანოყალიბებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოსვილს ეკუთვნის. ის დღეს თელავში მოქმედ „Sky ჯგუფის” წევრებს შეხვდა და ახალგზრდული მრჩეველთა საბჭოს კონცეფცია გააცნო.

ლევან კოჭლოშვილის განმარტებით, საბჭოს შემადგენლობაში „Sky ჯგუფის” წევრების გარდა, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ერთი ან ორი წარმომადგენელი შევა. „დღეს „Sky ჯგუფის” წევრებს გავაცანი ჩემი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური, განათლებისა, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიასთან არსებული ახალგზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას. საბჭოს წევრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩაატარებს გამოკითხვას.

საბჭო გამოკითხვის საფუძველზე მოამზადებს ინიციატივებს, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით დამუშავდება და საკრებულოს წარედგინება. ახალგზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგზარდების ჩართულობის გაზრდას“, - განაცხადა ლევან კოჭლოშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძე.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე