საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია

18 იანვარი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.

საკრებულო 2023 წელს განსახორციელებელი სპორტულ-ახალგაზრდული და კულტურულ-საგანმანათლებლო მუნიციპალური პროგრამების დამტკიცებაზე იმსჯელებს.

ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით, სპორტულ-ახალგაზრდულ პროგრამას კიდევ ერთი მიმართულება - ოფროუდი დაემატება, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის ხელშეწყობასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

საკრებულოს სხდომაზე ასევე ერთ-ერთ მთავარი განსახილველი საკითხი 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი იქნება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები უკავშირდება 2023 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ბიუჯეტში ასახვას, რომლითაც დაფინანსდება სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური პროექტები.

წარმომადგენლობითი ორგანო დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 9 საკითხზე იმსჯელებს.

საკრებულოს მორიგი სხდომა 25 იანვარს, 12 საათზე გაიმართება. 

გააზიარე